logo
ENG



ჩეხეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემას "კუბს" გადასცემს

11 მაი 202313:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/11/7d3sm89jv504fv3.png
ČTK/Třeštík Jan, ČTK

ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას "კუბს" გადასცემს. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე საჰაერო სამიზნეებთან საბრძოლველად, იტყობინება ჩეხური გამოცემა České noviny.

ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის განიხილოს უკრაინისთვის L-159 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება.
პაველმა განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ჩეხეთიდან 100-მდე ტანკი, ამდენივე ჯავშანტექნიკა და უამრავი საბრძოლო მასალა.

მან დაადასტურა, რომ ამჟამად მიწოდების პროცესშია ორი საბჭოთა წარმოების Kub საჰაერო თავდაცვის სისტემა, შედარებით დიდი რაოდენობით რაკეტებით, რომლებიც უკრაინას შეუძლია დაუყოვნებლივ გამოიყენოს, რადგან მას ჰყავს მებრძოლები გაწვრთნილი ამ ტიპის აღჭურვილობისთვის.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის გადამწყვეტია საკმარისი ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.

"ეს არის ის, რაც აკლია უკრაინას, რადგან ბრძოლის გადამწყვეტი ნაწილი ხმელეთზე უნდა წარიმართოს." - ციტირებს ჩეხეთის პრეზიდენტს České noviny.


close დახურვა